მარტვილს პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან დელეგაცია სტუმრობდა

0

23-30 აპრილს მარტვილის მუნიციპალიტეტს პოლონეთიდან და სლოვაკეთიდან დელეგაცია სტუმრობდა. დელეგაციის შემადგენლობა იყვნენ სლოვაკეთის ქალაქ პრესელანის მერი იურაი ტრასტიან, მერიის წარმომადგენლები დუშან ჰერკელი და იგორ ქენდრაკ, ასევე პოლონეთიდან სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

სტუმრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ და მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს მარტვილის ღირსშესანიშნაობები, ტურისტული ადგილები, დაესწრნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.

სტუმრობის მიზანს წარმოადგენს პრესელანიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.