მარტვილს სექტემბრიდან ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება

0

მარტვილის მუნიციპალიტეტს სექტემბრიდან ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება. საფეხბურთო მოედანი  სოფელ სერგიეთში საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე აშემდება.

სტადიონზე მოეწყობა ხელოვნური საფარი, დამონტაჟდება  500 მაყურებელზე გათვლილი სკამები, ობიექტი  თანამედროვე  შესაბამისი აპარატურით აღიჭურვება. პროექტს  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი  ღირებულება 1 500 000 ლარია.

2013 წლიდან დღემდე მარტვილის მუნიციპალიტეტში 3 ახალი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მინი მოედანი აშენდა და სრულად  რეაბილიტირდა ცენტრალური სტადიონი.

სხვა ახალი ამბები: