მარტვილში ადგილობრივ ხელისუფლებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა გააცნეს

0

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ შტაბის წევრებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და ადგილობრივ მოსახლეობას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა გააცნეს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად მარტვილის მუნიციპალიტეტში მაღალი გამავლობის 7 ერთეული ტექნიკა იმუშავებს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დამატებითი ტექნიკის მობილიზება.