მარტვილში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა აქტიურად მიმდინარეობს. მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ამ ეტაპზე ნაგვაზაოს და ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხორციელდება.

ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება, ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი.

ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

ამ მიზნით, როგორც ცნობილია, მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბის ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ- parosana.ge