მარტვილში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

0

21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ღონისძიება გაიმართა, სადაც მოეწყო ვიდეო რგოლის ჩვენება, რომელიც დაუნის სინდრომისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეეხებოდათ.

ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა და 2011 წლიდან აღინიშნება. ეს თარიღი საქართველოშიც აღინიშნება და მისი მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება.