მარტვილში ეკომიგრანტ ოჯახს კერძო სახლი გადაეცა

0

დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახს სამინისტროს მიერ შესყიდული კერძო სახლი გადასცა.