მარტვილში იუსტიციის სახლის მშენებლობა გრძელდება

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში „იუსტიციის სახლის“ სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. 🏗 პროექტის ფარგლებში აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, სადაც განთავსებული იქნება საოფისე, მომსახურების და სასწავლო სივრცეები, ასევე ქორწინების სახლი. მოეწყობა ავტოსადგომი.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 2 136 900 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პირამიდა X+1” ასრულებს.

სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. მარტვილის მუნიციპალიტეტში „იუსტიციის სახლის“ სამშენებლო სამუშაოები სსიპ „იუსტიციის სახლი“ს დაფინანსებით ხორციელდება.