მარტვილში ფესტივალის ფარგლებში საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სერგიეთის საფეხბურთო ბაზაზე, ფოლკლორის III საერთაშორისო ფესტივალ „ლეგენდა მარტვილზე“ ფარგლებში ჩემპიონატი გაიმართა ფეხბურთში. ჩემპიონატში მონაწილეობდა, როგორც ფესტივალის სტუმრებისგან პერუს, რუმინეთის, ჩეხეთის, ბელორუსიის, ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპებისგან შემდგარი გუნდები, სულ 6 გუნდი.

ფინალური შეხვედრა ჩეხეთისა და რუმინეთის გუნდებს შორის გაიმართა და გამარჯვება ჩეხეთმა მოიპოვა. გამარჯვებულები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ დააჯილდოვა.