მარტვილში ფილმ “უხილავი ბავშვების” ჩვენება-განხილვა მოეწყო

0

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, პროექტ „მოსწავლეთა თვითმმართველობის“ ფორუმის ფარგლებში ფილმ „უხილავი ბავშვების“ ჩვენება-განხილვა მოეწყო.

ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სენაკის რაიონული პროკურორის მოადგილე, ექიმები, სამართალდამცავები, მასწავლებლები, მოსწავლეები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა შეკითხვები დაუსვეს სასულიერო, სახელისუფლებო და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ფილმში გამოკვეთილ და ზოგადად საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემებზე საინტერესო დისკუსია გაიმართა.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური მადლიერებას გამოხატავს ონოღიის, ლეცავეს, სერგიეთის, თამაკონის, დღვანის, სალხინოს, ინჩხურის, N 1-ლი და N2-ე საჯარო სკოლების, კერძო სკოლა „სხივის“ და საფეხბურთო სკოლის მიმართ მონაწილეობისა და აქტიურობისთვის.