მარტვილში საფეხბურთო სკოლის ბაზაზე თბილისის “დინამოს” აკადემიამ ფუნქციონირება დაიწყო

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის პირველ მოადგილესთან დავით სურმავასთან და საფეხბურთო სკოლის დირექტორთან ჯესი სურმავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ბაზაზე ვარჯიშს დაესწრო.

სასელექციო სამუშაოების შემდეგ 9-დან 13-წლამდე ასაკობრივი გუნდები დაკომპლექტდა, რომლებმაც განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ვარჯიში დაიწყეს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ექვსმა მწვრთნელმა თბილისის დინამოს აკადემიაში გაიარა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რის შემდეგაც თბილისის დინამოს აკადემიამ მარტვილში კვალიფიციური მწვრთნელები მოავლინა და მათი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესები.