მარტვილში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაბიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

0

მარტვილის მუნიციპალიტეტში წოწორიას ქუჩაზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაბიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

დასრულებული სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სურმავამ შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტების ღირებულებამ 10 526 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა ი.მ ავთანდილ პაპავამ შეასრულა.

გაბიონის მოწყობის სამუშაოები 2017 წლის 08-09 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა.