მარტვილში, წაჩხურუს უბანში გზის მშენებლობა დაიწყო

0

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, წაჩხურუს უბანში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის მშენებლობა დაიწყო (IV ეტაპი).  პროექტის ფარგლებში დაიგება 1 429 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტი ასევე მოიცავს, გრუნტის კიუვეტების, ღია წყალმიმღები ბეტონის ცხაურის, მიერთებებზე ლითონის მილების და გზის დამცავი საყრდენი კედლის მოწყობას, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა მოედანი თავისი მისასვლელებით.

მიმდინარე სამუშაოებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სურმავა გაეცნო.

პროექტის ღირებულება 378 059 ლარს შეადგენს, სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი“ ასრულებს, ამ ეტაპზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი და 10 ერთეული ტქენიკა.

გზის მშენებლობა მაისში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება. წაჩხურუს გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.