მარტვილში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები გაიხსნა

0

მარტვილის ცენტრალურ პარკში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა – კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ადგილობრივი ბიზნესმენების მხრდაჭერითა და თანადგომით, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები საზეიმოდ გაიხსნა.

ბიუსტების ავტორი მოქანდაკე – მერაბ მეტრეველია, ბიუსტის დადგმის ინიციატორი კი – მარტვილის საკრებულოს წევრი ირაკლი ჯამბურია.

გახსნის ცერემონიალს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი – კონსტანტინე გამსახურდია, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები.

სხვა ახალი ამბები: