“მარულა-2016”- სენაკში ხვალინდელი ღონისძიებისთვის ემზადებიან

0

ხვალ, 25 ივნისს, 12-დან 15 საათამდე, სენაკის იპოდრომზე, საცხენოსნო შეჯიბრებები გაიმართება შემდეგ ტრადიციულ სახეობებში: მარულა, ცხენბურთი, კონკური და ისინდი. საცხენოსნო სანახაობების პარალელურად გაიმართება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.

ღონისძიების დაწყებამდე მოხდება იქვე განთავსებული ფაცხების დათვალიერება და მეგრული კერძების დაგემოვნება. პარალელურად ხალხური ანსამბლები შეასრულებენ მეგრულ ფოლკლორულ სიმღერებს. ასევე გაიმართება რეწვის ნიმუშების და სოფლის პროდუქტების გამოფენა, საცხენოსნო ტრადიციის აღდგენასთან დაკავშირებით სიმბოლურად დაირგვება მრავალწლიანი ხეები.

მარულა 2016“-ის ორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან.

ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: სპორტული რადიო „jako FM“, რადიო „ათინათი“, საინფორმაციო სააგენტოები ipress.ge, smo news, newsportal.ge

სხვა ახალი ამბები: