“Mcdonalds”-ი სამეგრელოს გუბერნიის გვერდით დაიდებს ბინას: ზუგდიდის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიიღო

0

1779175_355322904643972_7274816430791413637_nდღეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ მერაბ ქვარაია ერთხმად აირჩიეს.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და გააკეთებს ყველაფერს, რომ ღირსეულად გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობას, კომისიის საქმიანობა კი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება.

საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მე-9 საკითხის განხილვას დაპირისპირება მოყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა გუბერნიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა გააპროტესტეს. ამ ადგილზე “მაკდონალდსის” გახსნა იგეგმება, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობისა” და

“ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” წარმომადგენელთა განცხადებით ამ ტერიტორიაზე კვების ობიექტის აშენება ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს.

ოპოზიციის ამ არგუმენტებს არ ეთანხმებიან სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები. მათი განცხადებით ტერიტორიის გამოყოფის სანაცვლოდ “მაკდონალდსის” საქართველოს წარმომადგენლობა იღებს ვალდებულებას განახორციელოს 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია და დაასაქმოს 100-ზე მეტი ადამიანი, ასევე მოაწესრიგოს ჭადრაკის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და მოაწყოს პარკი. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის კეთილმოწყობის საკითხზე.

სხვა ახალი ამბები: