მდინარე აბაშისწყალში 17 წლის მოზარდსა და მაშველს ეძებენ

0

მარტვილში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.  17 წლის ადგილობრივ  მოზარდთან ერთად, ახლა მაშველსაც ეძებენ, რომელიც სამაშველო ოპერაციის  დროს დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ის საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.

შემთხვევა დილის სამუშაოების განახლების შემდეგ მოხდა. ის მდინარე აბაშისწყალში ხიდიდან გადახტა და ვერ გამოცურა. მაშველებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან ბათუმიდან სპეციალურად ჩაყვანილი მყვინთავები.

ამ ეტაპზე დგინდება ის პერიმეტრი, საიდანაც იგი გაუჩინარდა. ძებნის ოპერაცია მხოლოდ მდინარის ნაპირზე მიმდინარეობს. 16 წლის მალხაზ ბერიშვილი მდინარეში ხიდიდან საბანაოდ 7 ივლისს დღის ბოლოს გადახტა.

შსს-ს ინფორმაციით მაშველები თბილისიდან და ბათუმიდანაც ჩავიდნენ.

სხვა ახალი ამბები: