მდინარე ენგურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

0

უშგული-კალას საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მდინარე ენგურში სამძებრო სამუშაოები განახლდა. 

სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, სპეციალური ბრიგადები, მათ შორის მთამსვლელები ჩაერთვნენ. ისინი მდინარეში გადავარდნილ მანქანასთან მიახლოებას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ვინმე მანქანაში. 

ადგილზე მოსახლეობა და მანქანის მეპატრონის ოჯახის წევრები იმყოფებიან. 

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, მდინარე ენგურში ჩავარდნილ ავტომობილში მხოლოდ ერთი პირი – ავტომანქანის მძღოლი იმყოფებოდა. გამგებლის ინფორმაციით, ის 40 წლამდე ასაკის მამაკაცია. 

სხვა ახალი ამბები: