მდინარე ენგურში ავტომობილი გადავარდა

0

უშგულში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე, სადაც მდინარე ენგურში ავტომობილი გადავარდა. შემთხვევის ადგილიდან კადრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ადგილობრივის თქმით, რთული რელიეფური პირობების გამო, სამუშაოები რთულდება. უშგული-კალას გზის მონაკვეთზე მდინარე ენგურში ადგილობრივებმა ავტომანქანა რამდენიმე საათის წინ შეამჩნიეს. როგორც გაირკვა, მდინარეში სოფელ კალას მკვიდრის მანქანაა, რომელსაც ახლობლები დილიდან ეძებდნენ.

სხვა ახალი ამბები: