მდინარე რიონის ჰიდროკვანძზე მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის მერი გაეცნო

0

ქალაქ ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,რომლის სამუშაოებს ქალაქის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან -მამუკა პაპასკირთან და ირაკლი თოფურიასთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, აღდგება კაშხლისა და რეგულატორის ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გარემონტდება წყალგამყოფი კვანძის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და ივლისში დასრულდება.