“მე მიყვარს დედაენა”- დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მარტვილში

0

13 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სსიპ აზა ადამიას სახელობის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ – მუსიკალური კომპოზიცია „მე მიყვარს დედაენა“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები და ლიტერატურული ნაწარმოებები, შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას ესრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, შვეიცარიაში ქართველთა თანადგომის ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი კრეპსერი, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი, ქალაქ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ბარამია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, პედაგოგები, მშობლები, გულშემატკივრები და მოწვეული სტუმრები.