მეგის ქარდავას დაკავებას ივანო-ფრანკოვოს პოლიციის უფროსი იგორ სავიუკი ადასტურებს

0

ივანო-ფრანკოვოს პოლიციის უფროსი იგორ სავიუკი მეგის ქარდავას დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, ქარდავა ივანო-ფრანკოვოში დააკავეს, თუმცა პოლიციელებს ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

“მე არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ამ დაკავებაში მონაწილეობა არ მიგვიღია. აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უნდა მიმართოთ, მათ დააკავეს და მათ აქვთ სრული ინფორმაცია”- აცხადებს იგორ სავიუკი, ივანო-ფრანკოვოს პოლიციის უფროსი.

სხვა ახალი ამბები: