მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველებისთვის – საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში

0

მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ხატია კუჭავამ, გიორგი ბუკიამ, ნიკა კუჭავამ, საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის მიზანი იყო ზუგდიდში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახთა დახმარება.

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული კოორდინატებით, ზუგდიდში მცხოვრებ 2 მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს საკვები პროდუქტი, ტანსაცმელი და სათამაშოები.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები თანადგომისთვის დიდ მადლობას უხდიან სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს და მოსწავლეებს.

საინფორმასიო სააგენტო SMO NEWS გთავაზობთ აღნიშნული აქციის ამსახველ ფოტომასალას, რომელიც   მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის facebook გვერდზე აიტვირთა.