მერაბ ქვარაია ადგილობრივ მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

0

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ქალაქის მე-7, მე-8 და მე-13 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებს მაჟორიტარობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო, ასევე ისაუბრა თვითმმართველობის შექმნიდან დღემდე ქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.

,,ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები ზუგდიდის მოსახლეობასთან და მინდა გითხრათ, რომ ყველა შეხვედრა არის ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. ვგრძნობ ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერას და ვხედავ რომ ,,ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. რაც მთავარია ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვა მისაღებია იმ ასობით ადამიანისთვის ვისაც შევხვდით და ვესაუბრეთ. ზუგდიდი ემზადება არამარტო საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ უდიდესი გამარჯვებისთვის“-განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

მერაბ ქვარაიას წინასაარჩევნო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას ქალაქის ყველა უბანში არაერთხელ შეხვდება.

სხვა ახალი ამბები: