მერაბ ქვარაია – “არჩევნების შემდეგაც და ამ ერთობით შევძლებთ ზუგდიდის განვითარებას”

0

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში პირველი და მე-11 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მათგან უბნებში არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიიღო.

“ქალაქის მასშტაბით ვაგრძელებთ შეხვედრებს ამომრჩევლებთან. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის საკმაოდ თბილი და ამავე დროს პროდუქტიული შეხვედრები მოსახლეობასთან. დღეს ვისაუბრეთ, როგორც ამ უბნებების, ასევე ჩვენი ქალაქის საჭიროებებზე და ერთმანეთს აღუთქვით, რომ ვიქნებით ასეთი ერთსულოვანი არჩევნების შემდეგაც და ამ ერთობით შევძლებთ ზუგდიდის განვითარებას. მჯერა, რომ ჩვენს ქალაქში ცხოვრება იქნება გაცილებით კომფორტული და ზუგდიდი ძალიან მალე გახდება ევროპული ტიპის ქალაქი”-განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

სხვა ახალი ამბები: