მერაბ ქვარაია – ჩვენ ბავშვთა უფლებების ნაწილში ბევრად წინ ვართ

0

“დასრულდა ჩვენი თითქმის ერთკვირიანი ვიზიტი სამხრეთ ამერიკაში – არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში. საინტერესო აღმოჩნდა IV გლობალური საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას, კერძოდ კი მსოფლიოში ბავშვთა შრომითი დისკრიმინაციის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის 195 ქვეყნის 900 დელეგატს შორის საქართველოც აღმოჩნდა”-აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია აქვეყნებს, რომელიც საქმიანი ვიზიტით არგენტინაში, ბუენოს აირესში იმყოფებოდა.

“სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ამ პრაგმატულ და რაციონალურ სამყაროში არიან ადამიანები, რომლებიც კაცობრიობაზე ზრუნვის და სხვათა უფლებების დაცვის ჭეშმარიტი იდეით არიან ანთებულნი.

არაჩვეულებრივად ორგანიზებულ კონფერენციას კიდევ უფრო მეტ ინტერესს მატებდა ღონისძიებაში თავად არგენტინის პრეზიდენტის მაურისიო მაკრის, სხვადასხვა ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის კაიაშ სათიარტის და სხვა ცნობილი უფლებადამცველების მონაწილეობა.

მართალია, ჩვენ ბავშვთა უფლებების ნაწილში ბევრად წინ ვართ, ვიდრე აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, შუა აზიის თუ ევროპის მრავალი ქვეყანა, მაგრამ პარინციპები, რომლებზეც კონფერენციის დელეგატები მსჯელობდნენ, ძალიან აქტუალურია ყველა ქვეყნისთვის ნებისმიერ ეპოქაში.

ჩვენ აღმოვჩნდით ოთხი ქვეყნიდან ერთერთი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ბუენოს აიერესის რეზულიციის დასკვნითი ვარიანტის შემუშავების პროცესში.

საქართველომ სხვა ქვეყნებთან ერთად მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი შეუხრელი პოზიცია, როგორც ადამიანების უფლებებზე ზრუნვის, ასევე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს არგენტინაში საქართველოს საელჩოს წარმოამდგენლობა, რომელთაც პროფესიონალიზმითა და გამოჩენილი გულისხმიერებით სასიამოვნოდ გაგვაოცეს”-წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია.

სხვა ახალი ამბები: