მერაბ ქვარაია: “ჩვენ უნდა შევძლოთ სწრაფად და ეფექტურად განვავითაროთ ჩვენი ქალაქის ყველა უჯრედი”

0

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსთან ერთად ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მერაბ ქვარაიას განცხადებით, კომბინატის დასახლებაში ჯანაშიას ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს N 12 საბავშვო ბაღის კაპიტალური შეკეთება და თვის ბოლოდან ზუგდიდს კიდევ ერთი კომფორტული და კეთილმოწყობილი ბაღი შეემატება.

აქტიურად მიმდინარეობს ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები, სექტემბრის ბოლომდე დასრულდება ღელე კუჩხობონზე ნაპირსამაგრი კედლების მოწყობა, ასევე ლაზის ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ დღესვე, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე კორპუსების კეთილმოწყობისთვის განხორციელებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. უახლოეს დღეებში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ერთერთ კორპუსში ლიფტი დამონტაჟდება.

“კიდევ ერთხელ მოვინახულეთ ქალაქში მიმდინარე პროექტები და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოებით, რომელიც მიმდინარეობს. ჩვენ უნდა შევძლოთ სწრაფად და ეფექტურად განვავითაროთ ჩვენი ქალაქის ყველა უჯრედი, მხოლოდ ასეა შესაძლებელი ზუგდიდი იქცეს ევროპული ტიპის, მოწესრიგებულ ქალაქად”,- განაცხადა მერაბ ქვარაიამ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებზე ყოფნისას.

ცნობისათვის, აღნიშნული შემოვლა მერაბ ქვარაიასთვის, საკრებულოს თავმჯდომარის რანგში ბოლო იყო.

 

სხვა ახალი ამბები: