მერაბ ქვარაია – “დღევანდელი შეხვედრა იყო განსაკუთრებით ემოციური ჩემთვის”

0

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში მე-15 და მე-16 საარჩევნო უბნის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელზეც პარლამენტში გეგმავს მუშაობას.

“ყოველი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ქალაქის ტერიტორიაზე გამოირჩევა მაღალი ინტერესით, არის ძალიან პროდუქტიული, მაგრამ დღევანდელი შეხვედრა იყო განსაკუთრებით ემოციური ჩემთვის, რადგან მე შევხვდი ჩემი უბნის მოსახლეობას. მე აქ დავიბადე და გავიზარდე და მიხარია, რომ ამ ადამიანებისაგან მოდის განსაკუთრებული სითბო და მხარდაჭერა”,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

სხვა ახალი ამბები: