მერაბ ქვარაია – მჯერა ადგილობრივი ხელისუფლება ახალი შემართებით ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს

0

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ბუენოს აირესიდან ეხმაურება (მერაბ ქვარაია მერაბი პარლამენტის მივლინებით იმყოფება არგენტინაში, ბავშვთა უფლებების დაცვის მე-4 გლობალურ საერთაშორისო კონფერენციაზე). ქვარაია საკრებულოს ახალ წევრებს ულოცავს დღევანდელ დღეს და მადლობას უხდის წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს.

“დღეს ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას ზუგდიდის საკრებულო. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე საკრებულოს ახლად არჩეულ წევრებს, კომისიის თავმჯდომარეებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეებს, ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას და რაც ყველაზე მთავარია – ზუგდიდის ამომრჩევლებს.

ასევე მინდა დღეს მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ კოლეგებს, წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს, თანამშრომლებს, ქალაქის მერს ირაკლი გოგოხიას და ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვზრუნავდით და ვთანამშრომლობდით უკეთესი ზუგდიდისთვის.

წინამორბედმა თვითმმართველობამ ბევრი რამ შეძლო, ბევრი ჯერ კიდევ გასაკეთებელია, წინ მნიშვნელოვანი გამოწვევები გველის. მჯერა ადგილობრივი ხელისუფლება ახალი შემართებით ღირსეულად გაართმევს თავს ამ გამოწვევებს.

მე როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მზად ვარ კვლავაც აქტიურად ვითანამშრომლო და ყოველმხრივ შევუწყო ხელი თვითმმართველობას იმ ამოცანების გადაწყვეტაში, რომელიც მათ წინაშეა, რათა საზოგადოებამ მაქსიმალურად მიიღოს ყველა სიკეთე, რომელსაც ელის.

გისურვებთ წარმატებებს თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ”,-ნათქვამია მერაბ ქვარაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: