მერაბ ქვარაია – მოსახლეობას აქვს მზაობა საპარლამენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”

0

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატმა ამომრჩევლებთან შეხვედრები ამჯერად კოსტავასა და გოროზიას ქუჩაზე გამართა.

“ყოველი შეხვედრა ჩემს თანაქალაქელებთან არის მნიშვნელოვანი სიახლის მატარებელი. მოსახლეობას აქვს მზაობა საპარლამენტო არჩევნებზე მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას” და ასევე აქვთ მოლოდინი, რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა და როგორც ჩვენ ქალაქში, ასევე ქვეყანაში გაგრძელდება იმ პროექტების განხორციელება, რომელიც იქნება პოზიტივის მომტანი თითოეული მოქალაქისთვის”-განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.

სხვა ახალი ამბები: