მერაბ ქვარაია პრეზიდენტზე – სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად უარყოფითი ემოცია და ნეგატივი შემოაქვს

0

ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა, მერაბ ქვარაიამ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. ქვარაიას განცხადებით მას “სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად საზოგადოებაში სულ სხვა უარყოფითი ემოცია და ნეგატივი შემოაქვს”. მერაბ ქვარაიამ საკუთარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის შესახებ სოციალურ ქსელში, რამდენიმე წუთის წინ დააფიქსირა.

“მართალია კანონი არ კრძალავს, მაგრამ შემდგომში უმჯობესია არ დაინიშნოს დღესასწაულზე არც პრეზიდენტის და არც სხვა მსგავსი მოსმენა, სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად საზოგადოებაში სულ სხვა უარყოფითი ემოცია და ნეგატივი შემოაქვს.

პრეზიდენტმა მართალია გამოთქვა სურვილი და გვითხრა რომ უნდა ყველას პრეზიდენტი იყოს, მაგრამ საქმით სრულიად საწინააღმდეგო გააკეთა. ცუდია, მაგრამ იმ ტექსტით და პოლიტიკით, რაც მოვისმინეთ, ეს ვერასდროს გამოუვა.

მისთვის, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც უკეთესი იქნებოდა მისი სიტყვა უფრო ერთობის, გამთლიანების, ობიექტურობისა და პოზიტივისკენ ყოფილიყო მიმართული. რბილად რომ ვთქვათ გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი! რას იზამ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია, დღეს კი ხარების დღესასწაულია, ამიტომ მეტს ვერაფერს ვიტყვი…

ხარებას გილოცავთ ყველას”-ნათქვამია მერაბ ქვარაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: