მერაბ ქვარაია – რეფორმა სტიმული იქნება ფაროსანას პრობლემით დაზარალებული რეგიონის მეწარმეებისთვი

0

ფინანსთა სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ რეფორმას ზუგდიდიდან, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია გამოეხმაურა. ქვარაია სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ახალ საგადასახადო ინიციატივებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი განცხადებით, ეს რეფორმა იქნება სტიმული სამეგრელოში ფაროსანას პრობლემით დაზარალებული მეწარმეებისთვის.

“ერთია, რომ რეფორმა, რომელსაც მამუკა ბახტაძე და ფინანსთა სამინისტრო გვთავაზობს განსაკუთრებული სტიმული იქნება ფაროსანას პრობლემით ყველაზე მეტად დაზარალებული სამეგრელოს რეგიონის მეწარმეებისთვის, მაგრამ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა არა მარტო კაბინეტებში იწერება, არამედ საჯარო შეხვედრებისა და ბიზნეს თუ სამოქალაქო წრეებთან დისკუსიის საინტერესო პროცედურას გადის. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს, რომ საბოლოოდ ყოველმხრივ გააზრებული, დახვეწილი და შედეგიანი რეფორმა მივიღოთ”-აღნიშნავს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია.

ცნობისათვის, დღეს, 29 მარტს ზუგდიში ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე მცირე მეწარმეებს შეხვდა, სადაც ისაუბრა ახალი საგადასახადო ინიციატივების შესახებ.

შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ და მინისტრის მოადგილემ – ლაშა ხუციშვილმა, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მეწარმეებს რეფორმის შესახებ და მათ დასმულ კითხვებს გასცეს პასუხი.