მერაბ ქვარაია – სააკაშვილის გახსენება დღეს არავის უნდა

0

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია სოციალურ ქსელში საქაართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. ქვარაიას განცხადებით, დღეს სააკაშვილის გახსენება უკვე არავის არ უნდა და ეს ამბები საქართველოში უკვე ჩავლილია.

“რამდენიმე ავბედითი წარმატება შეიძლება მართლა გაახსენო კაცმა მიხეილ სააკაშვილს: როგორ გაასწრო მისი მეთაურობით საქართველომ მთელს ცივილურ სამყაროს ხმაურით დაპატიმრებულთა, დღისით თუ ღამით პირდაპირ ეთერში დაკავებულთა, ციხეებში წამებულთა, სპეც ოპერაციებში სახალხოდ ჩაცხრილულთა, უგზო უკვლოდ დაკარგულთა, უკანონოდ ქონება ჩამორთმეულთა, უფლებაშელახულთა და ხელისუფლების მხრიდან უსამართლოდ ჩაგრულთა რაოდენობით. ბევრი “საგმირო საქმე” მის მიერ ავად ამოჩემებულ სამეგრელოს უკავშირდება, მაგრამ საბედნიეროდ ეს ამბები უკვე ჩავლილია, ჩავლილია თავად სააკაშვილიც და მისი გახსენება დღეს არავის უნდა”-წერს საკუთარ გვერდზე ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია.

ცნობისათვის, ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გუშინ ღამით ჩაერთო. მან ტრადიციულად მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა და საკუთარ “მიღწევებზე” კიდევ ერთხელ ისაუბრა.

სხვა ახალი ამბები: