მერაბ ქვარაია თანამდებობას დატოვებს – ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე?

0

მერაბ ქვარაია, კოლეგების მსგავსად თანამდებობას დაახლოებით ერთ თვეში დატოვებს. როგორც smo news-თან სატელეფონო საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, უმრავლესობა ამ საკითხზე იმსჯელებს და ერთად გადაწყვიტავს, თუ ვინ გახდება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე.

“ამაზე კონსულტაციები გაიმართება. ჩვენ გვაქვს თემატური უმრავლესობა საკრებულოში და შესაბამისად მოხდება საკრებულოში ახალი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.  მართალია საკრებულოს თავმჯდომარეს ყავს ასევე მოადგილე, თუმცა ის მხოლოდ მცირე დროით მხოლოდ მოვალეობას შეასრულებს. ჩვენ ყველა შემთხვევაში გავმართავთ კონსულტაციებს, შევჯერდებით კანდიდატზე და შემდგომ საკრებულო აირჩევს ახალ თავმჯდომარეს”,-განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

კონკრეტულად თუ ვინ მოიაზრება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატად, მერაბ ქვარაიამ განაცხადა: “ჯერ ადრეა ამაზე საუბარი”