მერაბ ქვარაია: “წარმატებული მოსწავლეები ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია”

0

„თქვენ თქვენი თანატოლებისთვის საინტერესო პროექტების განხორციელების რეალური შესაძლებლობა გაქვთ და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს შანსი. კარგია, რომ აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევით და მახარებს, რომ იმავდროულად წარმატებული მოსწავლეები ხართ. ეს ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია“- განაცხადა მერაბ ქვარაიამ ახალგაზრდული საკრებულოს განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრაზე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალგაზრდული საკრებულოს მიერ განხორციელებულ პროექტებს, მათ მნიშვნელობასა და აუცილებლობას. ასევე საკრებულოს წევრებმა მერაბ ქვარაიასა და ნათია ფიფიას განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.