მერაბ ქვარაია – “მე ვიქნები მაჟორიტარი, რომელსაც ექნება ყოველდღიური კონტაქტი მოსახლეობასთან”

0

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ მე-19 და 25-ე საარჩევნო უბნის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, როგორც ქალაქში, ასევე კონკრეტულად კომბინატის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმა გააცნო და გამარჯვების შემდეგ პარლამენტში მისი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

“პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ვიქნები მაჟორიტარი, რომელსაც ექნება თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მოსახლეობასთან, ზუგდიდის მაჟორიტარი ხშირად იქნება აქ- ქალაქში. ჩემი ბიურო იმუშავებს აქტიურად და თქვენი ხმა, ჩემი თანაქალაქელების ხმა იქნება მძლავრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში”, – განაცხადა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მერაბ ქვარაია წინასაარჩევნო შეხვედრებს ქალაქის ყველა უბანში გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: