მერიამ 3 ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრება დაუფინანსა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 3 ნიჭიერ ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯები დაუფინანსა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრანტს, გიორგი გობეჩიას, რომელიც ბრიუსელსა და ჰააგაში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სპიკერადაა მიწვეული გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა. გერმანიაში გამგზავრების ხარჯი დაუფინანსდა GLG-ის ზუგდიდის ფილიალის VII კლასისი მოსწავლეს ლუკა თოდუას, რომელიც გერმანიაში გაცვლითი პროგრამით მიემგზავრება.

საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯი დაუფინანსდა, მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ჭადრაკში საქართველოს ორგზის ჩემპიონს 9 და 11 წლამდე ჭაბუკთა შორის, ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეს ნიკოლოზ შამათავას. ნიკოლოზი პოლონეთში მიემგაზვრება საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად. ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.