მერობის კანდიდატები სამეგრელოში – ვის უცხადებს ნდობას მმართველი გუნდი 2017 წლის არჩევნებზე?

0

მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება-დემოკრეტიული საქართველო“ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატების წარდგენას უახლოეს დღეებში აპირებს. თუმცა წარდგენამდე  „ქართულ ოცნებაში“  უკვე დამტკიცებული კანდიდატების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. SMO NEWS-მა ექსკლუზიურად მოიპოვა იმ კანდიდატების სია, რომლებიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი გუნდის ფავორიტები გახდნენ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად კენჭს მოქმედი გამგებელი, ლაშა გოგია იყრის.

წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებშიც იგივე სურათია. აქაც, „ქართული ოცნება“ მოქმედ გამგებლებს წარადგენს უკვე მერობის კანდიდატებად. ბესიკ ფარცვანია, დავით გოგუა და ალექსანდრე გრიგოლავა საკუთარ მუნიციპალიტეტებში მერობაზე იბრძოლებენ.

რაც შეეხება სენაკის, აბაშისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებს, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი არჩევანი ახალ სახეებზე შეაჩერა.

სენაკის მერობისთვის ახალგაზრდა ბიზნესმენი, ლევან კუპრეიშვილი იბრძოლებს, ფოთში კი მმართველმა გუნდმა ბიზნესმენ გოჩა კურდღელიაზე დადო ფსონი. რაც შეეხება აბაშის მუნიციპალიტეტს, აქ მერობაზე მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გელა ხოშტარია იბრძოლებს.

მესტიის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატი, მოქმედი გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება.  ასევე, მოქმედი გამგებელი გახდება ხობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. გოჩა ქაჯაია მმართველი გუნდის ფავორიტია 2017 წელსაც.

სხვა ახალი ამბები: