მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი – “ნაციონალების” წინასაარჩევნო შეხვედრა ანაკლიაში

0

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ანაკლიაში ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლევან კონჯარია წარადგინა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ანა წითლიძე იქნება. ის ანაკლიის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიის ლიდერებმა წარადგინეს.

ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე წარდგენილები იყვნენ ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სხვა და სხვა სოფლებიდან, მათ შორის არის ერთ-ერთი შშმ პირიც.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის საარჩევნო სლოგანი იქნება „გავერთიანდეთ ზუგდიდის გადასარჩენად“.

ცნობისათვის, პარტიის მიერ გამართულ წინასაარჩევნო წარდგენას არ ესწრებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია. პარტიის წინასაარჩევნო შეკრებას არ დასწრებიან არც სხვა წევრებიც, რომლებიც ზუგდიდში პარტიის სახეებად აღიქმებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: