მესამე სექტორის ნაწილი განმეორებით კეინჭისყრაზე ვითარების გამწვავებას არ გმორიცხავს

0

სამოქალაქო სექტორის ნაწილი განმეორებითი კეინჭისყრისა და მეორე ტურის დღეს ვითარების გამწვავებას არ გმორიცხავს და მათი აზრით, საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, რათა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

“იმ უბნებთან დაკავშირებით, სადაც ძალიან ახლოს არის კანდიდატების მომხრეების ხმები და შედეგები, ველოდებით, რომ შეიძლება იყოს დაძაბულობა,” – განაცხადა  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა  დირექტორმა.

მესამე სექტორი ასევე ცესკოს პირველ ტურში გამოვლენილი პროცედურული ხარვეზების გამოსწორებისკენ მოუწოდებს.

“გარკვეული გამოწვევები გვაქვს პირველი ტურის გამოცდილებიდან გამომდინარე. კონკრეტულად, ჯიხაშკარის შემთხვევაში პრეტენზიები და  ვფიქრობ, ამ კუთხით კიდევ სამუშაოა და მნიშვნელოვანია, ეს ხარვეზები გამოსწორდეს უკვე მეორე ტურზე და მსგავსი რამ არ ვნახოთ სამართალდამცავი უწყებების მხრიდან,“ – განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ

სხვა ახალი ამბები: