“მე მესმის ჩემი ხალხის გულისძგერის”-ედიშერ თოლორაიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

0

დღეიდან “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარმა კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ წინასაარჩვნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდა. ოდიშის, ჩხოუშისა და გრიგოლიშის ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის სამოქმედო გეგმები გააცნო. დაისახა არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.

ედიშერ თოლორაია ადგილობრივების პრობლემებს და მათ ძირითად მოთხოვნებს ისმენდა და ინიშნავდა. ზუგდიდის ყოფილმა გამგებელმა, რომლისთვისაც უცხო არ არიის ადგილობრივთა პრობლემები განაცხადა, რომ ის რაც ვერ მოესწრო მისი გამგებლობის 4 წლიან ვადაში, მათ განხორციელებას მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს.

“ის რაც ვერ მოესწრო ჩემი გამგებლობის 4 წლიან ვადაში, გამარჯვების შემთხვევაში მაჟორიტარი დეპუტატის რანგში განვახორციელებ. მე მესმის ჩემი ხალხის გულისძგერის და გათავისებული მაქვს მათი პრობლემებიც, რომელიც გადაჭრას ითხოვს. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს თითოეულ მოქალაქეს, ეს იქნება სოფლად თუ ქალაქში მაცხოვრებელი, გაუუმჯობესოს ცხოვრების პირობები. ის რაც დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, შევასრულეთ კიდევაც, თუმცა ჯერ კიდევ გვაქვს უამრავი პროექტი განსახორციელებლი. ჩვენ ვპირდებით და ვასრულებთ”-განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

სხვა ახალი ამბები: