მესტიაში აქციის მონაწილეებს შს მინისტრის მოადგილე და რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსი შეხვდნენ

0

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე მესტიაში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა კომპანიას ამ ეტაპზე სამშენებლი ტექნიკის ჰესის ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას მისცემს, თავად ჩაუდგება მოლაპარაკებას სათავეში, რომ კომპანიამ სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოება არ დაიწყოს, სანამ ექსპერტების დასკვნა არ იქნება ცნობილი.

ამ წუთებში ადგილობრივები გადაწყვეტილებას ღებულობენ. ცნობისთვის, დღეს პროტესტის მეორე დღე იყო მესტიაში- ადგილობრივთა ნაწილი კვლავ მესტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის შენობის წინ არიან შეკრებილები, სადაც წუხელ ღამე გაათიეს.

მათი მოთხოვნა უცვლელია -შეჩერდეს მესტიაში ჰესის მსენებლობის სამუშაოები. აღნიშნულ ტემასტან დაკავშირებით მესტიაში სინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ადგილობრივებს გშინაც შეხვდა. მოლაპარაკება “მესტია-ჭალა-ჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და შს მინისტრის მოადგილეს შორის უშედეგოდ გუშინ უშედეგოდ დასრულდა.