მესტიაში ჰესების მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა (ვიდეო)

0

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“-ს გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

„მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

სხვა ახალი ამბები: