მესტიაში, სეტის მოედანზე ადგილობრივთა ნაწილმა გზის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა

0

მესტიაში სეტის მოედანზე ადგილობრივთა ნაწილმა გზის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა. მათ შორის არის ორსული ქალი, რომელიც გზიდან ადგომას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნა კი უცვლელია – შეწყდეს მესტიაჭალაჰესი 1-ის და მესტიაჭალაჰესი 2-ის სამუშაოები.

ადგილობრივების პროტესტი მშენებარე კომპანიის მიერ შემოყვანილმა მძიმე ტექნიკამ გამოიწვია. აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. თავის მხრვ, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოების უკვე დაიწყეს და ამ ეტაპზე გაბიონების, გზისა და მდინარის კალაპოტების მოწესრიგება მიმდინარეობს, რის საშუალებასაც ადგილობრივთა ნაწილი არ იძლევა.

ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის წარმომაგენლები არიან მობილიზებულნი.