მესტიის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

0

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მოკლული ამავე სოფლის გამგებლის მოადგილის ძმაა.

შემთვევის დროს დაჭრილი ადამიანი მესტიის საავადმყოფოდან წუხელვე გაეწერა. მამაკაცს ჭრილობები ნიკაპის და მარცხენა ბეჭის მიდამოში აღენიშნებოდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყებისვე ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლლეობას გულისხმობს.