მიიღებს თუ არა მონაწილეობას სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში?

0

ჯერჯერობით გაურკვეველია მიიღებენ თუ არა აღცევნების მეორე ტურში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატები, მათ შორის სანდრა რულოვსი, რომელიც კენჭს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იყრიდა.

როგორც ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მან ამის შესახებ არაფერი იცის. მისი განცხადებით, ყველა კანდიდატმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიეოს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში.

ცნობისათვის, “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. პარტიის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალ პარლამენტში შევიდეს.