მიხეილ სააკაშვილი – ადგილობრივმა ლიდერებმა სანდრას წააგებინეს არჩევნები ზუგდიდში

0

“სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

“სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” წაეგო ყველა მაჟორიტარული არჩევნები. ყველამ იცის, რომ სანდრას არჩევნები არ წაუგია, სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია, სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის. იქ ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არჩევნების ინსტიტუტი საქართველოში გაუქმებულია.

“ივანიშვილმა ბოლო არჩევნები პრაქტიკულად გააუქმა, მე როგორ შეიძლება არჩევნების ინსტიტუტის წინააღმდეგი ვიყო, მე გადავაბარე არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნებით”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: