მიხეილ სააკაშვილი ხვალ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა წინასაარჩევნო აქციას აანონსებს

0

საქართველოს ექს პრეზიდენტი და ოდესის მოქმედი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ხვალ ზუგდიდში დაგეგმილ აქციას აანონსებს. სააკაშვილის განცხადებით ხვალინდელ აქციას ზუგდიდში სკაიპის საშუალებით ჩაერთვება და შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართავს.

“ხვალ, ზუგდიდში წინასაარჩევნო აქციას ჩავერთვები, ერთი ჩემი ძალიან ახლობელი კანდიდატის, მთლიანად ნაციონალური მოძრაობისა და საქართველოს მხარდასაჭერად. იმედია, მეგრელები გაიმეორებენ და აჯობებენ კიდეც, დღევანდელ ფენომენალურ ბათუმურ აქტიურობას”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.