მიხეილ სააკაშვილი – პოლიტსაბჭო და ფრაქცია ბოკერიას ჯგუფის მიერ იყო დაკომპლექტებული

0

“ნაციონალური მოძრაობის” ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანში” განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის განახლების პროცესი მნიშვნელოვანია.

„პოლიტსაბჭო და ფრაქცია ერთი და იგივე ჯგუფის მიერ იყო დაკომპლექტებული, ბოკერიას ჯგუფის მიერ. ეს პროცესი “ნაციონალური მოძრაობაში” პირველად არ მომხდარა, “ნაციონალური მოძრაობის” ისტორიაში ადამიანების ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, განახლების პროცესი მნიშვნელოვანია. “ნაციონალური მოძრაობის” ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ვინც იყო ხელისუფლებაში, ისინი ძნელად გადადიან სხვა მდგომარეობაში, ოპოზიციურ მდგომარეობაში. ეს ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმეტესობა არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ისინი ბოლომდე ვერასდროს ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას, ამიტომ ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: