მიხეილ სააკაშვილს ოდესის სასამართლომ ჯარიმა დააკისრა და მკაცრი გაფრთხილება მისცა

0

saakashvilis-jarimaოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივმა სასამართლომ 28 დოლარით დააჯარიმა. მას აღნიშნული ჯარიმის გადახდა სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო მოუწია. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული.

საქმე ეხება სასამართლოს მიერ 2015 წლის 26 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ოდესის ოლქის გუბერნატორს პირადად მიეღო კაბინეტში ოდესის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, თუმცა გუბერნატორმა უგულვებელყო სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნა და განაცხადა, რომ ის ვერ გაფლანგავს დროს მოქალაქეების მისაღებად. მიუხედავად ამისა მოსამართლე აქსანა ვოვჩენკომ სასამართლოს მოთხოვნა ძალაში დატოვა.

სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორებისას მიხეილ სააკაშვილს გაორმაგებული ჯარიმა დაეკისრება ან თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე.