“მილების საქმე” და ცნობილი თაღლითის რეინკარნაცია წინასაარჩევნოდ

0

პოლიტიკურ არენაზე წინასაარჩევნოდ ცნობილი თაღლითი ლალი ანთია ისევ გამოჩნდა. ამჟამად ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის დედა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მედიის წარმომადგენლებს ე.წ “მილების საქმეზე” ესაუბრა. ლალი ანთია, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სამეგრელოს მოქმედ გუბერნატორს ლევან შონიას უპირისპირდება და მას პირდაპირ ადანაშაულებს. ანთიას მტკიცებით ლევან შონია და მასთან ერთად სხვა თანამდებობის პირები ედგნენ სათავეში მილების საქმეს, რომელიც სამეგრელოდან გაიზიდა და სერიოზულ ფასადაც გაიყიდა.

SMO NEWS ანთიასგან განსხვავებით სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაციებს ფლობს. ახალი ამბების სააგენტოს თვითმხილველები უდასტურებენ, რომ ე.წ “მილების საქმეში” სწორედ ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილის, გურგენ (გიზო) სართანიას დედა, იგივე ლალი ანთია ედგა სათავეში. ანთია დღის განმავლობაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე ოფისში იბარებდა იმ სოფლების გამგებლებს, სადაც აღნიშნული, ძვირადღირებული მილები ეგულებოდა და მათთან მიღწეული გარიგეგეგის შემდეგ იწყებდა “შეტევით” სამუშაოებს.

როგორც თვითმხილველები SMO NEWS-თან ყვებიან, ლალი ანთია მილების ამოსაღებად საჭირო ტექნიკას ძირითადად იმ სამსენებლო კომპანიას სთხოვდა, რომელთანაც თავად ანთია და მისი შვილი იყვნენ დაახლოებულნი. ტექნიკას (ტრაქტორებს, სატვირთო ავტომანქანებს და ამწეებს) გარკვეული ოდენობის თანხებს ლალი ანთია პირდებოდა, თუმცა მისივე ჩვეული თაღლითური მეთოდებით კომპანია ამჯერადაც “გააცურა”. ლალი ანთიასთან ერთად აღნიშნულ საქმეში რამდენიმე ყოფილი პარტიზანიც ფიგურირებდა, რომელსაც SMO NEWS უახლოეს მომავალში დაასახელებს. (SMO NEWS-ის არქივში ამ დრომდე დაცულია მასალები მილების საქმესთან დაკავშირებით. ფოტოსურათები და ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები ლალი ანთიას ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისიდან)

“ჩვენ მილების ამოღებას ძირითადად ლალი ანთია გვიკვეთავდა. გვიბარებდა ოფისში და გვეუბნებოდა რომ ამა და ამ დროს უნდა ვყოფილიყავით ადგილზე და ამორებული მილების გაყიდვიდან რამდენიმე დღეში სერიოზულ თანხებს გადაგვიხდიდა. ჩვენ რა თქმა უნდა არც არაფერს მოვრიდებივართ, რადგანაც გვეგონა, რომ ვაკეთებდით შეტანხმებულ საქმეს. ეჭვიც არ შეგვპარვია იმაში, რომ გამგებლის მოადგილის დედა რამე უკანონოს გააკეთებდა, რადგან თვითონ გვეუბნებოდა, რომ მისი შვილიც ლობირებდა ამას”-აცხადებს SMO NEWS-ის წყარო, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა მოითხოვა.

ლალი ანთია აღნიშნული თემით სპეკულირებას და საკუთარი დანაშაულის სხვებზე გადაბრალებას სწორედ იმ პერიოდს ამთხვევს, როცა რეგიონში წინასაარჩევნო დუღილი იწყება. SMO NEWS-ის ინფორმაციით ლალი ანთია და მისი ვაჟი, ზუგდიდის გამგებლის ყოფილი მოადგილე, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ “პატრიოტთა ალიანსში” გადაბარგდა, ახლა ისევ ახალ დასაყრდენს ეძებს. გურგენ (გიზო) სართანია დედასთან, ლალი ანთიასთან ერთად “პატრიოტთა ალიანსსა” და ტელეკომპანია “ობიეტივში” პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ. შესაბამისად დედა-შვილმა ახალი დასაყრდენის სახით ახლადგამომცხვარი “მილიონერი” ზვიად სიჭინავა გამოძერწეს.

ლალი ანთია, გიზო სართანიასთან ერთად პოლიტიკური დივიდენდების აკრეფას სიჭინავასთან გეგმავენ, ხოლო პრეს პიარს “ქრონიკა პლუსში” იკეთებენ. გამომდინარე აქედან, ანთია-სართანიას გააქტიურება, სწორედ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

SMO NEWS-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ანთია, სართანიასთან ერთად “ნაციონალურ მოძრაობაში” ოფიციალურადაც გაერთიანდნენ. ზუგდიდში აქტიურად საუბრობენ იმაზეც, რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მართულ ძალას წარმოადგენს ანთია-სართანიას ტანდემი, რომლებსაც ძირითადად ნეგატივების და დეზინფორმაციების გავრცელება ევალებათ.

P.S: SMO NEWS უახლოეს მომავალში დაუბრუნდება მილების საქმეს და ახალ დეტალებს შემოგთავაზებთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.  სტატიას თან დაერთვება შესაბამისი ფარული ჩანაწერები და ფოტოები, რომელიც ლალი ანთიას ოფისშია ჩაწერილი.

 

სხვა ახალი ამბები: